მიჭირს [ინვესტორებთან] რაიმეთი ავხსნა, როდესაც უყურებენ, წარსულში წარმატებული ბიზნესმენები, დღეს ციხეში სხედან – ყარალაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობაზე (bm.ge)

მიჭირს [ინვესტორებთან] რაიმეთი ავხსნა, როდესაც უყურებენ, წარსულში წარმატებული ბიზნესმენები, დღეს ციხეში სხედან – ყარალაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობაზე (bm.ge)
ჩემთვის დაუჯერებელია, რომ და ბადრი ჯაფარიძე, რომელთანაც 20-წლიანი პარტნიორობა, ათეულობით წარმატებული ბიზნეს პროექტი მაკავშირებს, გამოგონილი მიზეზით არიან ციხეში – ამის შესახებ „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
როგორც ლევან ყარალაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დაკავების ფონზე, საინვესტიციო გარემო უარესდება, რაც საბოლოოდ უცხოელი ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება
„სიტუაცია ყოველდღე მძიმდება. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ხალხი, რომელთანაც პირადად 20-წლიანი პარტნიორობა, ათეულობით წარმატებული ბიზნეს პროექტი მაკავშირებს, დღეს გამოგონილი, გაუგებარი მიზეზით ციხეში არიან, სხვა პოლიტპატიმრებთან, ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე და გაურკვეველი ვითარებაა შექმნილი.
მე როგორც [კომპანიის] აღმასრულებელ დირექტორს, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ინვესტორებთან და უფრო და უფრო მიჭირს რაიმეთი ავხსნა და რაღაც ლოგიკურ ჩარჩოებში მოვაქციო ეს ყველაფერი, რაც ხდება. როცა უყურებენ, რომ მათ შორის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები წარსულში და ახლა უკვე პოლიტიკოსები, დღეს ელემენტარულად ციხეში სხედან. დღითი დღე მძიმდება სანქციების თემა, რეზოლუციები მიიღება, გაურკვეველია, რა იქნება ახლო მომავალში. ეს ყველაფერი აფრთხობს, ელემენტარულად სურვილს უკლავს ნებისმიერ საქმიან ადამიანს, რომ აქ ბიზნესი აკეთოს და ქვეყანაში რაიმე თანხები შემოიტანოს“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.