მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 458 573-ზე

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 458 573-ზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფარგლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
„2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა -არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის. ამ პროექტის ფარგლებში გასწორდება 15 წლის წინ განხორციელებული არასწორი რეგისტრაციები. როცა ჩვენმა ამზომველებმა დაიწყეს სამუშაოები ველზე,აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე მოველოდით.პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს.დღეისათვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი.საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში საშუალოდ იზომება2500-2700 მიწის ნაკვეთამდე. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ საქართველოს,არამედ მსოფლიო მასშტაბით.
სისტემური რეგისტრაცია დაიწყო თბილისში და2024 წელს დასრულდება. პროექტი განხორცილდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება“ – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს,რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
რეფორმის მიმდინარეობისას სააგენტოში შეიქმნა1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი; აიზომა 580 247-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 573 მიწის ნაკვეთზე.

ასევე დაგაინტერესებთ