მიწის ნაკვეთი 49 000 დოლარად – როგორია გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის ქონება?

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ დეკლარაცია 2024 წლის 29 თებერვალს შეავსო.

უკანასკნელი ინფორმაციით, ვაშაძისა და მისი მეუღლის, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სახელზე შემდეგი სახის ქონება ფიქსირდება:

გრიგოლ ვაშაძე – 2007 წელს 20 000 დოლარად შეძენილი 500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში; მსუბუქი ავტომობილი Mazda cx 5, რომელიც მან 2023 წელს 63 367 ლარად შეიძინა. რაც შეეხება სანაბკო ანგარიშს, ვაშაძის „ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 1 705 ლარი უფიქსირდება.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს პარლამენტის აპარატიდან მისი, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 41 799 ლარი იყო.

ნინო ანანიაშვილი – მის სახელზეა 30 000 ლარად 2018 წელს აშენებული 1177 კვ. მ. ფართობის სახლი; 2014 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში 3 810 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შეძენილი 49 000 დოლარად; 2006 წელს, თელავის სოფელ წინანდალში 2030 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 000 დოლარად და ამავე სოფელში 2007 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი 1 401 კვ.მ. 1 200 დოლარად.

ნინო ანანიაშვილი ასევე ფლობს ავტომობილებს – Toyota Land Cruiser 100-ს, რომელიც მან 2005 წელს 55 000 დოლარად შეიძინა და Toyota Camry 2019-ს, რომელიც მან 2022 წელს 25 000 დოლარად იყიდა.

პრიმა-ბალერინას „თიბისი ბანკის“ სხვადასხვა მიმდინარე ანგარიშებზე 559 ლარი, 6 274 ლარი, 330 დოლარი, 40 953 ლარი და 194 ლარი უფიქსირდება. ამავე ბანკის ანაბარზე კი მას 3 494 ლარი აქვს.

რაც შეეხება სხვა ბანკებს – „ს“ მიმდინარე ანგარიშზე მას 11 475 ლარი აქვს, „ტერა ბანკში“ – 213 ლარი, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ – 238 ლარი.

2013 წლიდან დღემდე ნინო ანანიაშვილი ფლობს 40%-იან წილს შპს პირველი სავაჭრო კომპანიაში.

2023 წლის განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელისა და პედაგოგ-რეპეტიტორის თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 61 979 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”