მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა

თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა, – ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან, რომელიც 31 ივლისით თარიღდება.
ნაკვეთი თბილისში, მარუაშვილის ქუჩა № 50-ში მდებარეობს.
როგორც განკარგულებაში წერია, საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.
განკარგულებაში ახსნილი არაა, რა მიზნობრიობით გადაეცა საპატრიარქოს ეს ქონება.