„მიწის ნაკვეთები ძალიან დეფიციტურია ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში“

„მიწის ნაკვეთები ძალიან დეფიციტურია ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელმა ნატო მოდებაძემ განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რაც საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით არის ქვეყანაში.
„ბინების გაყიდვებმა იკლო, განსაკუთრებულად კლება მაისში შეინიშნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ფასების კლებაზე არ ასახულა, რადგან გაყიდული ბინების რაოდენობა ფასთან კავშირში არ არის. იმასაც გეტყვით, რომ მიწის ნაკვეთები ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ძალიან დეფიციტურია. შესაბამისად, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს, ეს ლოგიკურია.
რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, აქ ფასი ცოტა დაკლებულია, რადგან მოთხოვნა ახალ კორპუსებზეა. ესეც საბანკო პროდუქტების გამო: როდესაც ადამიანი ყიდულობს ახალ აშენებულ სახლს, მას მოჰყვება საბანკო გარანტიები – მშენებლობის დასრულებასთან, ჩაბარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ძველი კორპუსის შემთხვევაში მას პირდაპირ უწევს თანხის გადახდა, აქედან გამომდინარე ნაკლებად ხელმისაწვდომია და ბანკებიც ნაკლებად აფასებენ ძველ ბინებს. შესაბამისად, ძველი აშენებული ბინები ოდნავ, მაგრამ მაინც უმნიშვნელოდ გაიაფდა,“ – განაცხადა მან.
bpn.ge