მიწისზედა მეტრო ლილოში, სამი ახალი საბაგირო თბილისში, მოძრაობის განტვირთვისთვის ე.წ. სწრაფი დერეფნები, დიღმის ჭალების პროექტი საფეხბურთო და საკალათბურთო მინი მოედნებით, საცურაო აუზებით, ამფითეატრით და კაფე-ბარებით – ეს მცირე და არასრული ჩამონათვალია იმ პროექტების, რომელიც უკვე 1, 2 ან 3 წლის წინაც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ დაპირების ეტაპზეა. ამას ისიც ემატება რომ ჰაერშია მილიონები; რადგან ამ პროექტების ნაწილის შესრულებისთვის წინასწარ მოსამზადებელი კვლევები უკვე ჩატარებულია. მაგალითისთვის – ლილო-სამგორი- აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის კვლევაზე 12 მილიონი უკვე დახარჯულია. შეუსრულებელი დაპირებების სიაშია – ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისათვის რომ სატრანსპორტო კოლაფსი განიმუხტოს.




