მიჩიგანში, მორმონთა ეკლესიაში მომხდარ სროლას 4 ადამიანი ესმხვერპლა, გამოძიების FBI ხელმძღვანელობს

აშშ-ის მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-ბლანკში, მორმონთა ეკლესიაში სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი წირვის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე ავტომობილით შევარდა, სროლა დაიწყო და შემდეგ განზრახ გააჩინა ცეცხლი.
შეიარაღებული მამაკაცი, 40 წლის თომას ჯეიკობ სანფორდი, პოლიციის მხრიდან გახსნილ საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა.
თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.
გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ხელმძღვანელობს. FBI-ის დეტროიტის საველე ოფისის მოვალეობის შემსრულებელმა, სპეციალურმა აგენტმა რუბენ კოულმანმა განაცხადა, რომ ბიურო მომხდარს იძიებს, როგორც „მიზანმიმართული ძალადობის აქტს“.