აშშ-ში, მიჩიგანის პოლიციამ დააკავა 12 წლის მოზარდი, რომელიც მოპარული ტვირთმზიდით ქუჩაში გადაადგილდებოდა.
საღამოს 6:45 საათზე, პოლიციაში შევიდა ზარი ფორსითის საშუალო სკოლიდან მოპარული ტვირთმზიდის შესახებ, რის შემდეგაც, პოლიციამ დაადგინა, რომ აღნიშნული ტვირთმზიდი ქუჩაში, ქალაქის სამხრეთისკენ გადაადგილდებოდა.
პოლიცია მას დაედევნა და დაახლოებით საათზე მეტის შემდეგ, საღამოს 8 საათისთვის მოახერხეს მისი გაჩერება. დადგინდა, რომ ტვირთმზიდს 12 წლის მოზარდი მართავდა, რომელიც პოლიციამ ადგილზე დააკავა.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ მისდევს პოლიცია ტვირთმზიდს, რომელსაც 12 წლის მოზარდი მართავს.