მიჩელმა “მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

„ჟირონას“ მწვრთნელმა მიჩელ სანჩესმა „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა.
„მზად ვარ ნებისმიერ გუნდს ჩავუდგე სათავეში. არ ვიცი, იზიარებენ თუ არა ამ მოსაზრებას „სიტიში“. იქ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ მე ადაპტაციის უნარი გამაჩნია და მინდა ვცადო“, – ციტირებს მიჩელს სანჩესს „მირორი“.
მიჩელი „ჟირონას“ თავკაცი 2021 წელს გახდა, გუნდი მისი ხელმძღვანელობით ლა ლიგაში გადავიდა და 2023/2024-ის სეზონში მესამე ადგილი დაიკავა.
გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.