აშშ-სა და დასავლეთში ხშირად საკმარისად არ აფასებენ, თუ რამდენად კაპრიზულად იღებს გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ ფლობს საქართველოს მთავრობაში. მაგრამ ეს არის ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს. მას თავში მოსდის იდეები, მათ აჟღერებს და გარშემო ჰყავს ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანი ცხოვრებაში მასთან ახლოს ყოფნაა, რათა ისინი ახლოს იყვნენ ძალაუფლებასა და ფულთან. შესაბამისად, ვერავინ ეუბნება, რომ ეს საკმაოდ სულელური იდეაა.
ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინკოლნ მიჩელი აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის გამართულ ბრიფინგზე, სადაც რუსული სტილის აგენტების კანონის გავრცელება განიხილება. პანელისტები განიხილავენ საქართველოს, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ყირგიზეთის შემთხვევებს.