მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას იქამდე გააგრძელებს, სანამ მის შემცვლელს არ დაასახელებს.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მიშელ ბარნიეს შემცვლელს მალე დაასახელებს. შეგახსენებთ, 2025 წლის სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გამო მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გუშინ მხარი 331-მა ფრანგმა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან