მიშელს საჩუქრად გაუგზავნეს ალბომი ორბანის ფოტოებით ცნობილ ავტოკრატებთან

ევროპარლამენტარმა, გერმანელი მწვანეების წევრმა დანიელ ფროიდმა, რომელიც უნგრეთის მთავრობის აქტიური კრიტიკოსია, სიმბოლური საჩუქარი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ეს ხდება ამ კვირაში გასამართი სამიტის წინ. საჩუქარია ალბომი უნგრეთის მთავრობის წევრების შეხვედრის ფოტოებით ცნობილ ავტოკრატებთან მსოფლიოს გარშემო.
ფოტოებზე ნაჩვენებია ორბანის შეხვედრა პუტინთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ლავროვთან, ასევე ფოტოებში მოხვდა მინისტრის ბელარუსში ვიზიტი, ორბანის შეხვედრა ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტთან, ასევე -ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა.
დეპუტატმა ასევე გადაიღო საშობაო საჩუქრის ვიდეო სათაურით “განსაკუთრებული მომენტები მომავალი უნგრეთის საბჭოს თავმჯდომარეობის” – რაც მინიშნებაა, რომ უნგრეთი საბჭოს თავმჯდომარე ხდება მომავალი წლის მოერე ნახევარში.
ცნობისთვის, ამ კვირაში სამიტზე ევროპელი ლიდერები აპირებენ ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებას სთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და 50 მილიარდი ევროს, ოთხწლიანი დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ. მთავარი მოწინააღმდეგე უნგრეთია.
წყარო – მთავარი არხი