“გილოცავთ, ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების მიღებით”, – განაცხადა საქართველოზე საუბრისას ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გუშინ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ესაუბრა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ აცნობა.
“გუშინ ღამით, როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს, ალბათ, პირადად ჩემთვის, ყველაზე ემოციური მომენტი იქნება”, – განაცხადა მიშელმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება როგორც ევროკავშირის, ასევე, ამ ქვეყნების ბედს შეცვლის.
რუსთავი 2-ის კითხვაზე, თუ რა გზავნილი და რჩევა ექნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის, შარლ მიშელმა თქვა:
“მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯები, ჩავატაროთ რეფორმები”.