მიშელი: პუტინს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ – არანაირი ოპოზიცია, არანაირი არჩევანი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში “გამარჯვებას” ულოცავს.
“მსურს, ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი”. – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
2024 წლის ს საპრეზიდენტო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.