მიშელი ბუდაპეშტში ორბანს ხვდება | დეკემბრის შეხვედრამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთანხმების მიღწევას ცდილობს

დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბუდაპეშტში გაემგზავრა ქვეყნის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან შესახვედრად.
შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე Playbook-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორბანმა მიშელს მისწერა წერილი მუქრაით EU-ს პოლიტიკის ჩაშლაზე. წერილში აღნიშნული იყო, რომ ევროსაბჭოს არ შეუძლია მიიღოს ძირითადი გადაწყვეტილებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის, სანქციების რეჟიმის გაძლიერების ან გაფართოების შესახებ, თუ არ იქნება კონსენსუსი უკრაინის მიმართ ბლოკის მომავალ სტრატეგიაზე. წერილში მოთხოვნილი იყო, რომ ლიდერებს გაემართათ “სტრატეგიული დისკუსია” კიევთან მიდგომის შესახებ.
In Budapest for consultations in preparation of the European Council with 🇭🇺 Prime Minister @PM_ViktorOrban.

EU unity requires constant effort and it’s our main strength. pic.twitter.com/JSY9UGI05q— Charles Michel (@CharlesMichel) November 27, 2023
“პოლიტიკო” საბჭოს სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ კანონის უზენაესობის შესახებ ბრიუსელსა და უნგრეთს შორის დაპირისპირების ესკალაციის ფონზე, მიშელი შეეცდება შეთანხმების მიღწევას ვიქტორ ორბანთან მომავალ თვეში ევროკავშირის ლიდერების შეკრების წინ.
ოფიციალური განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები იქნება მზადება ევროსაბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრისთვის. ევროსაბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, უკრაინისა და მოლდოვასთვის კი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.