„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის.. ხაბეიშვილი არის, მაგრამ – არსად არ არის“ –

პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის…
ხაბეიშვილი არის, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არსად არ არის.
კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ ამბობენ, არც სხვები ამბობენ, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არიან…
და ბოლოს, კულმინაცია – მელია არც წასულა, არც გაუგდიათ, მაგრამ როგორც თვითონ არარსებული ხაბეიშვილი ამბობს – უბრალოდ არ არსებობს…
ამ სიტუაციას აქვს შესაბამისი კახური განმარტება, რომელსაც აქ ვერ დავწერ…“,- წერს გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას