სამოქალაქო აქტივისტი, მიშა ზაქარეიშვილი დეტალურად წერს, რა ხდებოდა “ტვ იმედის“ საიტზე ბოლო დღეებში და რა ხდება ახლა.
ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დასანქცირების შემდეგ, cloudflare-მა, რომელიც აქამდე საიტს ემსახურებოდა, მომსახურება შეუწყვიტა, რის გამოც იმედი იძულებული აგხდა ალტერნატივა მოეძებნა.
მისივე თქმით, გარკვეული მცდელობის შემდეგ, მათ მიაგნეს რუსულ კომპანია ddos-guard-ს, სადაც უკვე ზედიზედ მეორე დღეა, სტაბილურად იმყოფება
რა ხდებოდა ტვ იმედის საიტზე ბოლო დღეებში და რა ხდება ახლა
ტვ იმედის საიტი აქამდე სარგებლობდა ამერიკული კომპანია cloudflare-ს მომსახურებით. ეს კომპანია თავის საქმეში საუკეთესოა. ძალიან ბევრ სერვისს სთავაზობს საიტებს. მათ შორის არის იმის დამალვაც, თუ სადაა საიტი დაჰოსტილი, ანუ სადაა საიტი ფიზიკურად განთავსებული. თუმცა ამის დამალვას ცოდნა ჭირდება, იმედში კი ასეთი ცოდნა არ აღმოაჩნდათ და არაა საიდუმლო, თუ სად ინახება იმედის საიტი ფიზიკურად. თუმცა ამ პოსტში ეს არ გვაინტერესებს.
დასანქცირების შემდეგ cloudflare-მა, რომელიც მომხმარებლისა და სერვერის კავშირს უზრუნველყოს, იმედს გააჯმეინა. ესენიც ადგნენ და რამდენიმე საათში მოძებნეს ალტერნატივა. ალტერნატივა ასევე ამერიკული აღმოჩნდა და როგორც ჩანს, მანაც გააჯმეინა. ბოლოს ადგა იმედი და მიაგნო კომპანია ddos-guard-ს, სადაც უკვე ზედიზედ მეორე დღეა, სტაბილურად იმყოფება
ddos-guard რომ რუსული კომპანიაა, ამას თავადაც მიხვდებოდით. მთავარი კი ისაა, რომ ეს სერვისი ინტერნეტ კრიმინალების თავშესაფარია. ვისაც სხვაგან არ დაედგომება, ვისაც სხვაგან კანონი მისწვდა, ისინი არიან ddos-guard-ის კლიენტები, – წერს ზაქარეიშვილი.




