მიშა ან­დღუ­ლა­ძე: ძა­ლო­ვან­თა “შკო­დებ­საც” თუ დათ­ვლი­ან, ჯა­რი­მის გა­რე­შე რომ აყე­ნე­ბენ შშმ პირ­თა სა­პარ­კინ­გე ად­გილ­ზე, ეგეც წაგ­ვად­გე­ბა. ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი შშმ ადა­მი­ა­ნებს

ამ ცოტა ხნის წინ, “ფორ­მუ­ლა­ზე“ ნიკა არა­ბი­ძის შოუს და­ხურ­ვის შემ­დეგ, “კო­მე­დი შოუს“ გუნ­დმა არხი და­ტო­ვა. ნიკა არა­ბი­ძე “რუს­თა­ვი 2“-ზე გა­და­ვი­და, მიშა ან­დღუ­ლა­ძე კი, გუნდთან ერ­თად, “მთა­ვარ არხს“ შე­უ­ერ­თდა. მიშა უკვე სტუმ­რობ­და “ილო ბე­როშ­ვი­ლის“ შოუს. გა­და­ცე­მა­ში მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ იტა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რის “ან­კო­რა“ ქარ­თულ ვერ­სი­ას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გუ­შინ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მო­ნაკ­ვე­თი მო­რი­გი გა­და­ცე­მი­დან, რო­მელ­შიც ნიკა გვა­რა­მი­ას სტუმ­რო­ბი­სას, მიშა ან­დღუ­ლა­ძე თა­ვის ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, ვა­კელ ქალს ასა­ხი­ე­რებს. სტუ­დი­ა­ში შეს­ვლი­სას, ბო­დიშს იხ­დის დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის და ამ­ბობს:

“ერთი სა­ა­თია მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბელს და­ვე­ძებ, ეს რა ჯო­ჯო­ხე­თია, რა არის, ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე, თო­რემ ვერ მო­ვი­დო­დი აქ. ბო­ლოს რა უნდა მექ­ნა, “ინ­ვა­ლი­დე­ბის“ ად­გი­ლი რომ არის, იქ გა­ვა­ჩე­რე და პატ­რუ­ლი მო­მად­გა, ავ­დე­ქი და გად­მო­ვე­დი კოჭ­ლო­ბით, სხვა გზა არ მქონ­და.“

შოუს ამ მო­ნაკ­ვეთს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ იუ­მო­რისტს ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი და დიდი ჯა­რი­მა ელის, რად­გან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

“ვინ­მემ არ მი­თხრას, რომ ეს იუ­მო­რია. იცით, იუ­მორ­თან რა კარ­გად ვარ, გარ­ჩე­ვაც გა­მომ­დის. ვინ­მეს ამა­ზე გე­ცი­ნე­ბათ, ალ­ბათ კი, იმათ, ვინც შშმ პირ­თა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლას ავ­ტო­მო­ბი­ლებს უნა­მუ­სოდ აპარ­კინ­გებთ, იმათ, ვი­საც გგო­ნი­ათ, რომ იგი­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე არას­დროს აღ­მოჩ­ნდე­ბით.

იმათ, ვი­საც 10 წლის ბავ­შვი (მე­ტად დი­დე­ბიც) 1 კი­ლო­მეტ­რი ხე­ლით არ გი­ტა­რე­ბი­ათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ­დე და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი დაღ­ლი­ლო­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გამო თვა­ლე­ბი­დან სიმ­წრით სის­ხლი არ წა­მოგ­სვლი­ათ, იმათ, ვინც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით გარ­თო­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

ასე­თი იუ­მო­რია სწო­რედ ერთ-ერთი ხელ­შემ­წყობთთა­გა­ნი, აბუ­ჩი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის მი­მართ, სწო­რედ მსგავ­სე­ბის გამო და­მა­ჯა­რი­მა მე პატ­რულ­მა, რო­დე­საც სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დით კუთ­ვნილ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბას.

მი­ნი­მუმ სირ­ცხვი­ლია და ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი, რომ, რო­დე­საც ამ­ხე­ლა პრე­ტენ­ზია გაქვს მთა­ვარ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე: სცე­ნა­რის­ტებ­ში, შემ­სრუ­ლებ­ლებ­ში, მე­ნე­ჯმენ­ტში ერთი ადა­მი­ა­ნიც არ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ცი­ნიზ­მი აღ­მო­ე­ფხვრა”, – წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

იუ­მო­რისტს, რო­მე­ლიც ახლა გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც სა­კუ­თა­რი “სთენ­და­ფპ­როგ­რა­მით” კლუბ­ში აქვს გა­მოს­ვლე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით. მიშა ამ­ბობს, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მისი ხუმ­რო­ბა ვერ გა­ი­გო, უსურ­ვებს, რომ სწო­რად გა­გე­ბა ის­წავ­ლონ.

“მოდი, იუ­მორ­თან მე­გობ­რო­ბა და სწო­რად გა­გე­ბა ვუ­სურ­ვოთ ტრო­ლებს და სკან­და­ლის­ტებს, მე­რი­ას კი შშმ პი­რე­ბის­თვის მეტი გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა. ძა­ლო­ვან­თა “შკო­დებ­საც” თუ დათ­ვლი­ან, ჯა­რი­მის გა­რე­შე რომ აყე­ნე­ბენ შშმ პირ­თა სა­პარ­კინ­გე ად­გილ­ზე, ეგეც წაგ­ვად­გე­ბა. ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი შშმ ადა­მი­ა­ნებს“, – ამ­ბობს ან­დღუ­ლა­ძე.

წყარო