“მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები” – ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა საკუთარ “ფეისბუქ გვერდზე” ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“ვიცი, რომ ქართველებს სხვანაირი სიყვარული შეგვიძლია და ამას ყოველ შემხვედრთან ვგრძნობ და ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები, რომ ქართველად დავიბადე. მიყვარხართ ჩემო ქართველებო!! თქვენთვის მოვკვდები!!!”, – წერს ბექაური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, ბექაური მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელთან, კენი კომი ბედელთან იუკოთი მოულოდნელად დამარცხდა, თუმცა გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
სუპერბიჭები საქმეში – ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ეფექტურ სტილში – მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ისტორიული დღე – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
“ქართველები და საუკეთესოები ვართ!” – ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე