მიქსონის ვისკის ბუტიკმა საქართველოს ალკოჰოლური სასმლის ბაზარზე სუპერ ექსკლუზივი წარმოადგინა

შოტლანდიური ვისკი – “WOLFBURN GEORGIA 10 YEAR OLD”, რომელიც ექსკლუზიურად ჩამოისხა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების “ევრო 2024”-ზე პირველად მონაწილეობის პატივსაცემოდ.
ლიმიტირებული გამოშვება შოტლანდიაში, ჰაილენდის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთში “ვოლფბარნის” უმაღლესი კლასის დისტილერიაში ჩამოისხა, რომლის ხშირი სტუმარი თვით მეფე ჩარლზიც გახლავთ.
Wolfburn Georgia წარმოადგენს სინგლ მალტ ვისკის, რომელიც მინიმუმ 10 წელი ძველდებოდა სპეციალურად შერჩეულ ესპანური „შერის“ ღვინის, კონკრეტულად კი „ოლოროს“ კასრში .
წარმოდგენილი კოლექცია არის ლიმიტირებული, კერძოდ კი მხოლოდ 300 ბოთლია გამოშვებული.
ჩამოსხმულია სპეციალურად Mixxon Whisky Boutique-ისთვის WOLFBURN GEORGIA 10 YEAR OLD არის პირველი და ერთადერთი რელიზი, რომელიც შოტლანდიური ვისკის სპეციალური გამოშვებაა საქართველოსთვის.
ამ დროისთვის, შეძენა შესაძლებელია მიქსონის საიტზე, ხოლო 12 ივნისიდან მიქსონის ვისკის ბუტიკშიც გახდება ხელმისაწვდომი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მიქსონის ფეისბუკ გვერდს : Mixxon Whisky boutique
საიტი : www.mixxon.ge
მისამართი : ვაჟა-ფშაველას 22 ა