“მიქაცაძეს მის სახლში დახვდა მოძალადე და პოლიციის თანდასწრებით მასზე იძალადა” – ადვოკატი

“ელდარ კურტანიძის მიმართ გამოცემულია 4 შემაკავებელი ორდერი, ასევე გამოცემულია დამცავი ორდერი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 9 თვის ვადით. მიუხედავად დამცავი ორდერის გამოცემისა, რომლის თანახმადაც მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, ასევე მას აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა, ასევე აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით სარგებლობა, -მ დაუყოვნებლივ არ იმოქმედა და პრაქტიკულად მხარეს უფლება მისცა, რომ მის წილობრივ საკუთრებაში არსებული სახლის ერთი მეორედი ნაწილი გაესხვისებინა და განეგრძო ერთპიროვნულად, სხვის სახელს ამოფარებული მისი მართვა და განკარგვა. -ს ყველა უწყება მხარემ მიმართა არაერთგზის განცხადებით, შესაბამისად, მათი დაგვიანებული რეაგირების შედეგად სახეზე გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. მხარე, ხათუნა მიქაცაძე მივიდა მის საკუთრებაში არსებულ სახლში, სადაც დახვდა მოძალადე და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით მასზე იძალადა”
ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ – ლუკა კურტანიძე გუშინ, 27 ივლისს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ ძალადობის კადრები გაავრცელა. კურტანიძე მიქაცაძეს ფიზიკურად ქობულეთში გაუსწორდა. ქალი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და პოლიციისთვისაც არაერთხელ მიუმართავს. ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?