მიქაუტაძის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

buy football club-ი ჟურნალისტ მოჰამედ ტუბაშ-ტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტყობინება, რომ “მეცის” თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძით “ლიონისა” და “მონაკოს” გარდა “რენი” დაინტერესდა.
“რენი” განსაკუთრებულად რთული სეზონის შემდეგ მიქაუტაძის გადაბირების სურვილით იწვის, რომელმაც ლიგა 1-ის 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა. “მეცის” დასახელებული 20 მილიონი ევროს შესამცირებლად ბრეტონული კლუბი ტრანსფერში თურქი ბერტუგ ილდირიმის (0 გოლი 21 შეხვედრაში) ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს”.
“რენმა” ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა და გუნდის გადახალისებას გეგმავენ. გიორგიმ 32-ე ტურში “რენთან” სახლში წაგებულ მატჩში (2:3) გოლი გაიტანა, საგოლე გა
დაცემა გააკეთა და კომპენსირებულ დროში უსამართლოდ გააძევეს, თუმცა სადიცსიპლინო კომიტეტმა წითელი ბარათი გაუუქმა.

ასევე დაგაინტერესებთ