მიქაუტაძის შეძენა კიდევ 4 კლუბს სურს – ცნობილია ფასი, რომლის სანაცვლოდ “ლიონი” მზადაა ქართველი გაასხვისოს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლიონის” თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით “გალათასარაი” დაინტერესდა და მოლაპარაკებები დაიწყო. დღეს კი ჟურნალისტი ეკრემ კონური თავის “ტვიტერზე” გამოქვეყნებული პოსტით ახალ ინფორმაციას იტყობინება.
კონურის ცნობით, მიქაუტაძით “გალათასარაის” გარდა “ვესტ ჰემი”, “ბოლონია”, “რომა” და “იუვენტუსი” არიან დაინტერესებული და რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი “ოლიმპიკი” მზადაა 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღოს წინადადებები.
გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 18 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში