საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში „ლიონი“ გასვლაზე რანგით მეხუთე დივიზიონის სამოყვარულო გუნდთან, „ბურგუან-ჟალესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
სტუმართა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი გაიტანა და 65-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 23 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„ლიონი“ შემდეგ მატჩს 19 იანვარს ჩაატარებს – ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში „ტულუზას“ უმასპინძლებს.
ბურგუან-ჟალე – ლიონი 2:2 (პენ 4:2)
გოლები: 1:0 მუჟეცკი (20), 1:1 მატიჩი (45), 1:2 მიქაუტაძე (64), 2:2
მუჟეცკი (69)