მიქაუტაძის საგოლე პასი – “მეცი” ზედიზედ მერვედ დამარცხდა [VIDEO]

ლიგა 1-ის მე-20 ტურში „მეცი“ სახლში „ლორიენთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. ქართველმა ფორვარდმა 21-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, 85-ე წუთზე კი შეცვალეს.
მე-19 წუთზე მოჰამედ ბამბამ “ლორიანი” დააწინაურა, 3 წუთში კი ლამკელ ზემ მიქაუტაძის პასით სხვაობა აღადგინა.
მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე პანოს კაცერისმა “ლორიანი” წინ გაიყვანა.
„მეცი“ 16 ქულით მე-16 ადგილზეა და 10 თებერვალს გასვლაზე „მარსელს“ დაუპირისპირდება.
მეცი – ლორიენი
გოლები:
მიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა – “მეცი” “ნიცასთან” დამარცხდა