მიქაუტაძის “ლიონი” გამოცდილი ფრანგი ფეხბურთელით გაძლიერდა

ლიგა 1-ის ბინადარმა “ლიონმა” გვაუწყა, რომ “მარსელიდან” 31 წლის ფრანგი ნახევარმცველი ჯორდან ვერეტუ დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ოლიმპიკს” ეს გარიგება 4 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც შესაძლოა, 3 მილიონი ბონუსებით დაემატოს, თანაც “მარსელი” ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 25%-ს მიიღებს.
ვერეტუმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე “მარსელის” ფორმა 46 შეხვედრაში მოირგო, სადაც 5 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.