მიქაუტაძის თანაგუნდელი გერმანულმა კლუბმა შეიძინა

22 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი გიფტ ორბანი “ლიონიდან” “ჰოფენჰაიმში” გადავიდა, – იტყობინება გერმანული კლუბის საიტი.
“ჰოფენჰაიმმა” ტრანსფერში 9 მილიონი ევრო გადაიხადა და ორბანს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. “ლიონმა” შეიძლება ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი (გარანტირებული 1 მილიონი) მიიღოს და შეთანხმების თანახმად შემდგომი გაყიდვიდან 7.5% ეკუთვნის.
ორბანი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი იყო, მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში