მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენას გერმანული გრანდები შეეცდებიან

“ლიონის” 21 წლის შემტევი ნახევარმცველით, რაიან შერკით ბუნდესლიგის გრანდები არიან დაინტერესებული.
Ruhr Nachrichten-ის ცნობით, ზამთარში “დორტმუნდს” შერკი “ლიონის” მფლობელმა ჯონ ტექსტორმა არ მიჰყიდა, მაგრამ გერმანული კლუბი დანებებას არ აპირებს და მის შეძენას ზაფხულში შეეცდება.
შერკის გადაბირებას აგრეთვე “ბაიერნი” და “ბაიერი” შეეცდებიან. მიმდინარე სეზონში რაიანმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა 18 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, “ლიონს” ფინანსური პრობლემები აქვს და არაა გამორიცხული, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის განხორციელებაც მოუწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში