საბა საზონოვის “ტორინო” მომავალი სეზონისთვის ემზადება. გუნდს ლადო ახალაია-უმცროსი დაუბრუნდა. 22 წლის ფორვარდი იჯარით ლუქსემბურგის “ჰესპერანჯში” გამოდიოდა. ლადო “ტორინოს” 2021 წლიდან ეკუთვნის, ჯერ ის იჯარით ბელგიურ “ვირტონში” თამაშობდა.
მოგეხსენებათ, ახალაიამ არჩევანი მოლდოვის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა ჯერ არ უთამაშია (ასაკობრივში ითამაშა). სხვათა შორის, მას არჩევანის რუმინელთა სასარგებლოდ გაკეთებაც შეეძლო. მისი მამა, ასევე ლადო ახალაია, საქართველოს ნაკრების წევრი იყო.
ლადო ახალაია
ამასობაში, ტურინული კლუბი ცენტრალურმა მცველებმა
დატოვეს. ბორჯორნოს “ნაპოლიში” წასვლაზე ვიცით, ლოვატო “სალერნიტანას” დაუბრუნდა, რიკარდო როდრიგესსა და კოფი ჯიჯის ხელშეკრულება ამოეწურათ. თითქოს ქართველი მცველი სასტარტოს წევრად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა საზონოვის კონკურენტებს აუცილებლად შეიძენენ, საბას გასულ სეზონში ნაკლებად ენდობოდნენ.
საუბარია 26 წლის ხორვატ მარტინ ერლიჩის ტრანსფერზე, რომელიც “სასუოლოში” გამოდის. ვინც უკვე დაიმატეს, ეკვატორული გვინეის წარმომადგენელი, 25 წლის საულ კოკოა, რომელიც “ლას პალმასის” ღირსებას იცავდა.
31 ივლისს “ტორინო” გიორგი მიქაუტაძის (აქ მის დაბრუნებას ველით, 3 აგვისტოს კი გერმანულ “უნიონს” ეთამაშებიან) “ლიონს” შეხვდება, 11 აგვისტოს თასზე “კოზენცას”, 17 აგვისტოს კი პირველივე ტურში “მილანს” ესტუმრება.
ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე
დედა მოლდოველი ჰყავს პაპა რუმინელი
მამა ქართველი,დასაკარგი ქართველები არ გვყავს,თუ გამოგვადგება რატომაც არა,მაგრამ აგერ ბეგლარიშვილმა იცადა,იცადა და კარიერა გაეპარა არადა ითამაშებდა მშვენივრად ესტონეთის ნაკრების ძირითადში,საინტერესო კადრი რო იყოს დაინტერესდებოდა ფედერაცია