მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონის” ზედიზედ მეოთხე ფრე

ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში „ნანტის“ და „ლიონის“ მატჩი 1:1 დასრულდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თუმცა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი – შეფასებები: sofascore 6.6, flashscore 6.1, whoscored 5.9.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 26 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 დაპირისპირებაში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრედ, 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 31 იანვარს, ევროპა ლიგაზე სახლში „ლუდოგორეცთან“ ჩაატარებს.
ნანტი – ლიონი 1:1
გოლები: 0:1 ნუამა (10), 1:1 მოჰამედი (90)