მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “აიაქსმა” მოიგო და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე აეკ-ი 3:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. sofascore-მა ქართველის თამაში 6.5 ქულით, whoscored-მა კი 6.0-ით შეაფასა.
„აიაქსმა“ B ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. მისი მეტოქე 18 დეკემბერს კენჭისყრაზე გაირკვევა.
აიაქსი – აეკ
გოლები: 1:0 აკპომი (5), 1:1 გარსია (11), 2:1 ტეილორი (20), 3:1 აკპომი (56)