მიქაუტაძე შევიდა და “თამაში გააკეთა” – როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?

გიორგი მიქაუტაძე „სევილიასთან“ გასვლითი მატჩის 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მისი ჩინებული დრიბლინგისა და პასის შედეგად მანორ სოლომონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
როგორც იტყვიან, „ვილიარეალის“ მიერ კლუბისთვის სარეკორდო 36 მილიონ ევროდ შეძენილმა ქართველმა „თამაში გააკეთა“.
მიქაუტაძემ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: flashscore 7.4, whoscored 7.1, sofascore 7.0. თუმცა, გვგონია, უფრო მაღალ ქულებსაც იმსახურებდა.
„ყვითელ სუბმარინას“ მომავალი ერთი თვის განმავლობაში ურთულესი დაპირისპირებები (მათ შორის იუვენტუსთან, რეალთან და მანჩესტერ სიტისთან) ელის და გიორგის თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობები მიეცემა.
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით – “ვილიარეალმა” “სევილიას” მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით – “ვილიარეალმა” “სევილიას” მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა