საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „ლიონმა“ გასვლაზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუა“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გრიპი მოირჩინა, 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო და გოლი გაიტანა. კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს და მატჩიც დასრულდა.
მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მომდევნო შეხვედრას „ოლიმპიკი“ 5 იანვარს გამართავს – ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში „მონპელიეს“ უმასპინძლებს.
ფენი ოლნუა – ლიონი 1:2
გოლები:
0:1 ბენრაჰმა (44), 0:2 მიქაუტაძე (88), 1:2 კუბემბა (90+4)