მიქაუტაძე პირველად სასტარტოში – “ლიონმა” ბერლინში “უნიონი” გაანადგურა

ამხანაგურ მატჩში „ლიონმა“ ბერლინში „უნიონი“ დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე პირველად დააყენეს სასტარტოში, აქტიური იყო, მაგრამ გოლი მეკარემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ მის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა გიფტ ემანუელ ორბანმა კი დუბლი შეასრულა.
შემდეგ შეხვედრას „ლიონი“ 11 აგვისტოს ლონდონში „არსენალთან“ გამართავს, 18 აგვისტოს კი ლიგა 1-ის პირველ ტურში გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.
უნიონი – ლიონი 0:4
გოლები: 0:1 მაიტლენდ-ნაილზი (49), 0:2 ბენრაჰმა (65), 0:3 ორბანი (75), 0:4 ორბანი (75)