მიქაუტაძე “მონაკოსთან” კონტრაქტს დღეს გააფორმებს

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი “ტვიტერით” იტყობინება, რომ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის “მონაკოში” გადასვლის ყველა დეტალი შეთანხმებულია, დღეს დანიშნულების ადგილზე ჩავა და ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
ფაქტიურად ეს გუშინ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა, მხოლოდ განსხვავება ფასშია – “ეკიპის” მტკიცებით, “მეცი” ტრანსფერში 25 მილიონს მიიღებს, ხოლო რომანო ირწუნება, რომ თანხა 20 მილიონს (პლუს ბონუსებს) შეადგენს.
18 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში “მონაკო” “სენტ-ეტიენს” უმასპინძლებს, რომლის რიგებში ზურიკო დავითაშვილი ჩაირიცხა.