მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა – ქართველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

მცირე ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა და დღეს ბელგიურ RWDM Brussels-თან ფრედ 0:0 დასრულებულ შეხვედრაში მეორე ნახევარი სრულად ითამაშა.
ჩვენებური მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგული გუნდის ოფიციალურ საიტსაც ესაუბრა:
“კარგად ვარ. კოჭზე მცირე დისკომფორტი მქონდა. უპირველეს ყოვლისა, მიხარია, რომ მოედანს დავუბრუნდი. დღევანდელი ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო მზად იყო, რადგან ჩვენზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული.
გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ და ყოველდღიურად მათთან ერთად ვიმუშავოთ. მზადება მხოლოდ ახლა დავიწყეთ და წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს.
ბევრს ვესაუბრები ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მუდმივად უნდა წავახალისოთ ისინი, რადგან თავიანთი თავი მაქსიმალურად გამოავლინონ. უბრალოდ კოლექტიური სტანდარტები უნდა ვიპოვოთ. მატჩები სულ უფრო და უფრო რთული გახდება და ჩვენი დონე უნდა ავამაღლოთ”, – თქვა მიქაუტაძემ.
· დაში ამ საიტს რას ერჩოდით ეს დიზაინი რომ შეცვალეთ ?? მარაზმია უვარგისი საიტი გახდა
“ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა” – რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ – ქართველი “რომას” შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? – “ატალანტა” ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ალმადა მიქაუტაძის “ლიონში” აღარ ითამაშებს – ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
რა მოხდა სინამდვილეში “ლიონში” – უღირს მიქაუტაძეს დარჩენა?
ოფიციალურად: “ლიონი” მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს