United In Focus-ი წერს, რომ „მანჩესტერს“ ფულის ყაირათიანად ხარჯვა მართებს, იაფფასიანი ფეხბურთელების შეძენა სჭირდებათ, რომლებსაც თავიანთი ნიჭის გამოვლენის უნარი გააჩნიათ და ორ თავდამსხმელს ასახელებს – უგო ეტიკიტეს (აინტრახტი) და გიორგი მიქაუტაძეს (ლიონი).
გამოცემა აღნიშნავს, რომ 23 წლის ეტიკიტე ყველას ჩამოწერილად მიაჩნდა, მაგრამ პსჟ-სგან 16.5 მილიონ ევროდ შეძენილმა ტანმაღალმა ცენტფორვარდმა (190 სმ) გასულ სეზონში ბუნდესლიგის 33 მატჩში 15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, ახლა კი მისი ღირებულება, 75 მილიონი ევრო ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია.
რაც შეეხება 24 წლის მიქაუტაძეს, ხაზგასმულია, რომ „იუნაიტედის“ სამიზნე უნდა გახდეს, რამეთუ მის ანგარიშზე გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 28 გოლია, რაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა, ერთადერთი ეტიკიტეს სიმაღლის მხრივ ჩამორჩება (176 სმ), თუმცა ეს თამაშში ხელს არ უშლის, ვინაიდან ფიზიკურად ძლიერია, მარჯვეა ორთაბრძოლებში და მეორე სართულზეც ტოლს არ უდებს მეტოქეებს:
„მიქაუტაძე „ლიონთან“ კიდევ სამწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, კარგი სადებიუტო სეზონი ჰქონდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა კლუბმა transfermarkt-ის სატრანსფერი თანხის (22 მილიონი) სანაცვლოდ გაყიდოს, თუმცა იმასთან შედარებით მაინც ცოტაა, რასაც ფრანკფურტული კლუბი ეტიკიტეში მოითხოვს. ის ფეხბურთელია, რომელსაც კლუბი შეიძენს და იმას მიაღწევს, რაც ეტიკიტემ შეძლო. მოვიდა დრო „იუნაიტედმა“ შუამავლებზე უარი თქვს და თავად აწარმოოს გონივრული ბიზნესი“.
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს – ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა
რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა
