მიქაუტაძე კვლავ ევროს ბომბარდირია – მთავარ კონკურენტს გოლი არ ჩაეთვალა, წინ მხოლოდ 3 მატჩია…

ევროპის ჩემპიონატზე რომ ბევრი გოლი არ გადის და საკმაოდ უინტერესო მეოთხედფინალები ვნახეთ, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ კარგი ისაა, რომ ამ დროისთვის ბომბარდირთა დავას კვლავ გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. ქართველ ფორვარდს “ოქროს ბუცის” მოპოვების შანსი აქვს.
მოგეხსენებათ, მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ზუსტად ანალოგიური მონაცენები აქვს ნიდერლანდელ კოდი გაკპოს. “ლივერპულის” შემტევმა თურქეთთან მეოთხედფინალში თითქოს მონაპოვარი გაზარდა, თუმცა საბოლოოდ, იქ ავტოგოლი დაფიქსირდა. ქართველი ფეხბურთელის უპირატესობა უფრო ნაკლებ სათამაშო დროში მიღწეული შედეგია.
ვინც ტურნირზე შემორჩა, ბომბარდირობისა და დარჩენილი სამი მატჩიდან ორში
თამაშის შანსი ასევე ნიდერლანდელ მალენს (“დორტმუნდი”), ესპანელ ოლმოსა (“ლაიპციგი”) და რუიზს (პსჟ), ინგლისელებს, ბელინგემსა (“რეალი”) და კეინს (“ბაიერნი”) აქვთ. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპეს ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია, ისიც პენალტიდან (პოლონეთთან) გატანილი.
გახდება თუ არა ბომბარდირი, მიქაუტაძემ უკვე ბევრი აალაპარაკა, მის მომავალს ამბიციურ “მონაკოს” უკავშირებენ, “ლიონი” და “აიაქსი” კი ჩვენებურის გაშვებას უფრო მეტად უნდა ნანობდნენ.