მიქაუტაძე “ვილიარეალს” ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? – Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე

ესპანური Fichajes მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “ვილიარეალის” 25 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.
ჩვენებურის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგის ბინადარ “ტოტენჰემს” გააჩნია. ლონდონელები ამ ზამთარს შეტევის ხაზში გაძლიერებას აპირებენ. მათ “პორტოდან” სამუ ომოროდიონის და “ატალანტადან” ადემოლა ლუკმენის ვარიანტებიც აქვთ, თუმცა წყარო აღნიშნავს, რომ ამ ტრანსფერების იმედები ქრება.
Fichajes ასევე წერს, რომ “ვილიარეალი” ზაფხულში 30 მილიონად შეძენილ მიქაუტაძეს 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. კლუბი “ტოტენჰემის” ინტერესის შესახებ ინფორმირებულია და ქართველს 50 მილიონად მიჰყიდის.
მიქაუტაძის, გაფორმებამდე ლონდონურ გუნდში კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება იქნება მისაღები, რადგან რიშარლისონის მომავალი კვლავ განხილვის საგანია. თუმცა, ამ ეტაპზე, “ტოტენჰემი” სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, იანვარში მიქაუტაძის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდაზე ფიქრს.
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, “მალიორკასთან” ითამაშებს
მიქაუტაძის გარეშე – “ვილიარეალმა” მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი – “ვილიარეალი” “პაფოსთან” დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება “ესპანიოლთან” ვერ ითამაშოს
[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი – “ვილიარეალმა” “რაიო ვალეკანო” 4:0 დაამარცხა
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? – ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
“რეალს” “ტოტენჰემის” მცველის დამატება სურს
დღეს – პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და “მამარდას” დიდი მატჩი
ქოჩორაშვილის გარეშე – “სპორტინგი” სტუმრად “იუვენტუსს” ფრედ ეთამაშა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
4-გოლიანი თრილერი – 10-კაციანმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემს” დაუქამბექა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა – სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
[VIDEO] მიქაუტაძემ “ვილიარეალში” მეოთხე გოლი გაიტანა