მიქაუტაძე დაფრინავს – ისევ გაიტანა და “მეცს” ისევ მოუპოვა გამარჯვება [VIDEO]

ლიგა 1-ის 30-ე ტურში „მეცმა“ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ჰავრს“ გასვლაზე გიორგი მიქაუტაძის გოლით 1:0 მოუგო.
ორივე გუნდი ძალიან ფრთხილობდა, ყველაზე რეალური მომენტი პირველი ტაიმის დასასრულს სტუმრებმა შექმნეს, როდესაც მიქაუტაძემ დიალო მეკარე დესმას პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ბურთი მიზანს ააცდინა.
შესვენების შემდეგ მიქაუტაძემ „მეცი“ დააწინაურა, მორიგი შეტევისას კი საჯარიმოს გარედან ძელს გაარტყა ბურთი. მერე მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, საბის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, სალმეს მეკარე ოკიჯამ არ გაატანინა და „მეცმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მიქაუტაძემ ზედიზედ ორ მატჩში
შესრულებული დუბლის შემდეგ გაიტანა. მის ანგარიშზე “მეცში” დაბრუნების შემდეგ 8 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. “ეკიპი” წერს, რომ ქართველი თავის გუნდს ორბიტაზე აბრუნებს.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 7.8, Sofascore 7.7, Flashscore 7.5.
„მეცი“ 29 ქულით მე-15 ადგილზეა და 28 აპრილს „ლილს“ დაუხვდება.
ჰავრი – მეცი 0:1
გოლი: მიქაუტაძე (46)