მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის “აიაქსში” კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, ჯერ სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა, ახლა კი თავის პოზიციაზე არ თამაშობს და 10-იანზე უწევს ასპარეზობა, რაც მისთვის კომფორტული სულაც არაა.
ფრანგული ferveurlyonnaise-ის ცნობით, ქართველი ფორვარდის სამსახურით “მეცი” და “ლიონი” ინტერესდებიან.
აქამდე ვიცოდით, რომ მიქაუტაძის დაბრუნება ყოფილ გუნდს, “მეცს” სურდა, ახლა კი საქმეში მძიმე მდგომარეობაში მყოფი “ლიონიც” ჩაერთო. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის.
ამრიგად, როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველ ფორვარდს გუნდის ხელახალი შერჩევა მოუწევს. “მეცი” მზადაა
ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს, “ლიონი” კი გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. Transfermarkt-ზე გიორგის ღირებულება 10 მილიონი ევროა.