მიქაუტაძე ავადმყოფობის გამო ხვალ ვერ ითამაშებს

lyonfoot-ის ცნობით, “ლიონის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ავადაა და 21 დეკემბერს საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუასთან“ სტუმრად ვერ ითამაშებს.
მიქაუტაძემ ავადმყოფობის გამო კლუბის მაღაზიაში საქველმოქმედო სოლიდარობის ღონისძიებაში გულშემატკივრებთან შეხვედრა ვერ შეძლო. ქართველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრიპი აქვს, არ უვარჯიშია და ფანებთან მომავალში შეხვედრის იმედი აქვს.
“ოლიმპიკის” მწვრთნელმა პიერ საჟმა ferveurlyonnaise-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგიმ ვარჯიშები გამოტოვა და „ფენი ოლნუასთან“ თამაშს ვერ შეძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში