მიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა – “მეცი” “ნიცასთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები, რომელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. მომენტები ბევრი არ შეიქმნა, მოედანზე დიდად სანახაობრივი არაფერი არ ხდებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით უხიფათოდ შეუტიეს, მალე თამაში გათანაბრდა, თუმცა „ნიცამ“ პენალტი მოიპოვა და ევან გესანმა თავისი გუნდს მოაგებინა.
მიქაუტაძე 83-ე წუთზე შეცვალეს
და მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.3, sofascore 6.2, whoscored 5.8.
„მეცი“ 16 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 4 თებერვალს „ლორიენს“ უმასპინძლებს.
ნიცა – მეცი 1:0
გოლი: გესანი (77, პენ)