4 იანვარს, ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში, „ლიონი“ „მონპელიეს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ოლიმპიკის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრა:
„ვარჯიშებზე ვცდილობ კარგად ვიმუშავო და კარში დარტყმები დავხვეწო. საკუთარი თავის წინაშე არავითარი მიზნები არ დამისახავს, შედეგებს სეზონის ბოლოს შევაჯამებთ. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და ყველა შეხვედრაში გადამწყვეტი ვიყო. სეზონის დასაწყისში საკმარისი რაოდენობის გოლები ვერ გავიტანე, რაც ჩემი საქმეა, მაგრამ ახლა საქმეები სულ უფრო და უფრო უკეთ მიმდის.
დემიენთან (დელა სანტა – მწვრთნელის თანაშემწე) ერთად ზოგიერთი კომპონენტის გამოსასწორებლად ბევრი ვივარჯიშე. პაუზით ვისარგებლეთ და დრო
ოჯახებთან ერთად გავატარეთ. ფორმის შესანარჩუნებლად მცირე პროგრამა გვქონდა. გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონაში მოვხვდეთ და რაც შეიძლება შორს გავიდეთ ევროპა ლიგაზე.
საფრანგეთის ჩემპიონატზე რთული დაპირისპირებებია. ყველა მეტოქესთან სიფრთხილე გვმართებს და არცერთ მოწინააღმდეგესთან თამაშს არ უნდა მივუდგეთ არასათანადოდ. 3 ქულის მოსაპოვებლად შაბათს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ტრანსფერი? აქ ახლახან მოვედი, მხოლოდ 6 თვის წინ. გუნდზე და მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ყურადღებას არ ვაქცევ, რასაც ჩემზე წერენ. სატრანსფერო ბაზარი ისეთია, რომ მასზე არ უნდა იფიქრო“.