მიქაუტაძემ მოთხოვნით “გალათასარაი” გააოცა – პრეზიდენტი პირადად აპირებს გიორგის სტამბოლში ჩაყვანას

თურქული მედიის მტკიცებით, “გალათასარაის” მწვრთნელს, ოკან ბურუკს ძალიან მოსწონს “ლიონის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის თამაში და კლუბის პრეზიდენტს, დურსუნ ოზბეკს სთხოვა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქართველი შეიძინოს.
Bursa Gündem Haber-ის ცნობით, ოზბეკმა “ლიონს” მიქაუტაძეში სტამბოლური კლუბისთვის სარეკორდო და ასტრონომიული თანხა, 22 მილიონი ევრო შესთავაზა და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ოზბეკი მზადაა თავად გაემგზავროს საკუთარი თვითმფრინავით საფრანგეთში გიორგის ჩასაყვანად.
“ოლიმპიკი” მზადაა ფორვარდს შეელიოს, მაგრამ ახლა პრობლემა ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო გახდა, რომელიც 5 მილიონს ითხოვს (ლიონში 2 მილიონს იღებს) და თუ შეთანხმება ვერ
შედგა, “გალათასარაი” ამინ გუირის (რენი) შეიძენს.
თუმცა, ოზბეკი დანებებას არ აპირებს, ბოლო წინადადებით მიმართავს მიქაუტაძეს და კომპრომისის მიღწევას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში