მიქაუტაძეზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება – გიორგის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოისურვეს

ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოინდომეს.
23 წლის თავდამსხმელის დამატებით მადრიდის “ატლეტიკო” და “სევილია” არიან დაინტერესებულნი. ანდალუსიელები ჩვენებურს ფლანგის შემტევის ვარიანტზე განიხილავენ, რადგან ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელები უკვე ჰყავთ.
გარდა ზემოთ ხსენებული 2 კლუბისა, მიქაუტაძის სახელს ლიგა 1-ის “მონაკოს”, “მარსელსა” და “რენსაც” უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი “აიაქსის” საკუთრებაა და “მეცში” ამჟამად იჯარის წესით ასპარეზობს, სადაც მიმდინარე საფრანგეთის ჩემპიონატში 20 (გაყიდვამდე და იჯარით აყვანის შემდეგ ჯამში) შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.