მიქანაძე: წელს მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება

ქართული ოცნების განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ წელს უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება.

“გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ”- თქვა მიქანაძემ.

დღეს ქართული ოცნების მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტები დაამტკიცა.
ფაკულტეტები ასე გადანაწილდა:
თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
სტუ – საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ – მედიცინის სპეციალობები ილიაუნი – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი – შესაბამისი სპეციალობები
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – მრავალფუნქციური სპეციალობები
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით