თორნიკე შენგელიას “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ესპანურ გუნდს ხავი პასკუალი გაწვრთნის, 53 წლის სპეციალისტი “ბლაუგრანას” 2008/2016 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდს 19 ტიტული მოაგებინა, ევროლიგა (2009-10), ლიგა ენდესა (2008-09, 2010-11, 2011-12, 2013-14), ესპანეთის თასი (2010, 2011, 2013), ესპანეთის სუპერთასი (2009, 2010, 2011, 2015) და კატალონიის ჩემპიონატი (2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015).
“ბარსელონამ” ესპანელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2028 წლამდე გაუფორმა.
“ჟოან ლაპორტას, ხოსეპ კუბელსსა და ხავი პასკუალს შორის კარგი ურთიერთობა გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ ფინანსურად რთულ პერიოდში შეთანხმების სწრაფად მიღწევისთვის”, – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
Efe-ს ინფორმაციით, პასკუალი და “ბარსელონას” ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საჩემპიონო გუნდის აშენებას მომდევნო სეზონში ეცდებიან.
შეგახსენებთ, “ბლაუგრანამ” უწინდელი თავკაცი ჟოან პენაროია არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გასულ კვირას გაათავისუფლა.
გამოცდილება, რომელიც ტვირთად იქცა – ბარსელონას სირთულეები სეზონის დასაწყისში
“ბარსელონამ” მწვრთნელი გაათავისუფლა – პასკუალის დაბრუნება?
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს – შენგელიას გუნდი “ზენიტის” ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს – შენგელიას გუნდი “ზენიტის” ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
“როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა” – ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა “რეალთან” – “ბარსელონა” კლასიკოში დამარცხდა
“დავბრუნდი, რათა…” – მესი მოულოდნელად განახლებულ “კამპ ნოუს” ეწვია
თორნიკე შენგელიამ შეიძლება “რეალთან” ითამაშოს
ბურჯანაძის “გრანადამ” ლიდერი “ვალენსია” დაამარცხა, შენგელიას “ბარსა” კი “ხირონასთან” დამარცხდა
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” გამარჯვება “ბაიერნთან”



