მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების სურვილისა, წლების განმავლობაში აშშ-თან თანამშრომლობა პასიური იყო – შალვა პაპუაშვილი

დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდიის და უნდა გადააბაროს ხელისუფლება, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება არ იყოს სახარბიელო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ს განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების სურვილისა, წლების განმავლობაში -თან თანამშრომლობა პასიური იყო.
„ვფიქრობ დასანანია. მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია ძალაუფლების გადაცემის პროცესშია, ასეთი სახით გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს, ვინაიდან, ეს მომავალ პრეზიდენტს უქმნის გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ დროს, როდესაც ადმინისტრაცია არის გარდამავალ პერიოდში, არ ხდებოდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ წლების განმავლობაში სტრატეგიულმა პარტნიორობამ ვერ შეიძინა ის შინაარსი, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ შეეძინა. სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაფიქრში იყო მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და ა.შ. სწორედ ამის ნაწილი უნდა ყოფილიყო ჩვენი წარმოდგენით, რაც იქნებოდა პრაქტიკაში განხორციელებული სტრატეგიული პარტნიორობის ცალკეული ინსტრუმენტები, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავდით. მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული საბჭო ბოლო 6 თუ 5 წელია არც კი შეკრებილა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო ამ მხრივ თანამშრობლობა. სამწუხაროდ პასიური იყო ეს თანამშრომლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ცდილობს სურათი ისე დახატოს, თითქოს მნიშვნელოვანი და აგანსაკუთრებული საქარტველოსთვის არაფერი მომხდარა. პროგნოზირებენ, რომ ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებში გადაიტვირთება.
პრემიერ-მინისტრი, , ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს ს ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს.
აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა შეაფასა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, მ.
“1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. 3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე. 5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. 6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინები…”, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
ფაქტი შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც. მისი თქმით, ქვეყანა რჩება დაცვის გარეშე ს პირისპირ.