მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის, ასევე მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის, ასევე მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე
მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პოლიციელების ძალადობას იწონებდნენ ადამიანები, რომლებიც მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ.
„გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომელიც ასახავდა ძალადობას ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე. ადამიანები, რომლებიც მანამდე, მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში, იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აცვენებს იმას, რომ სინამდვილეში, ძალადობის მიუღებლობა მათთვის არის მხოლოდ ფარისევლობა და და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი.
ოპოზიცია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად